WT Service
+995 32 255 08 56
16 ოქტომბერი, 2015 · კონფერენციები და ფორუმები

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2015

← ყველა რეფერენსი

2015 წლის 15-16 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი ჩინეთის მთავრობა იყო, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი. ფორუმში ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის დელეგაციები მონაწილეობდნენ, მათ შორის ვიცე-პრემიერები და მინისტრები, ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ოფიციალური მონაცემებით, ფორუმს 800-მდე დელეგატი ესწრებოდა.

დელეგაციის სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყო WT Group-ის სატრანსპორტო კომპანიამ, დღევანდელმა ვი თი სერვისმა.

ფოტოები

ყველა მგზავრობა ზარით იწყება.

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ. ფასი თითოეულ პროექტზე ცალკე თანხმდება, ღონისძიებებისთვისაც და სატვირთოებისთვისაც.